სოლსკიაერი – ფული მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს

12:01, 31.03.2019
WOLVERHAMPTON, ENGLAND - MARCH 16: Ole Gunnar Solskjaer interim manager of Manchester United during the FA Cup Quarter Final match between Wolverhampton Wanderers and Manchester United at Molineux on March 16, 2019 in Wolverhampton, England. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ მომდევნო ზაფხულს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას გუნდის გაძლიერების პროცესში ფულს ჭკვიანურად დახარჯავს. 46 წლის სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად სამწლიანი ვადით დაინიშნა და ახალ რანგში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის კლუბს რამდენიმე აგენტი უკვე უკავშირდება ტრანსფერებთან დაკავშირებით.

„მანჩესტერ იუნაიტედი არის კლუბი, რომელსაც აქვს ფული და ეს ფული მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს. კლუბთან ერთად უკვე გვაქვს მიზანი დასახული, ფეხბურთელებს ჩემს მოსვლამდეც აკვირდებოდნენ და ჩვენს განკარგულებაში უკვე არიან მოთამაშეები, რომელთა შენარჩუნებაც საჭიროა. ფულს მხოლოდ იმისთვის არ დავხარჯავთ, რომ უნდა დაიხარჯოს“, – განაცხადა სოლსკიაერმა.

სოლსკიაერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე უკვე მოახერხებს იმ ფეხბურთელების შეძენას, რომლებიც სურს. 

„ვინც არ უნდა მოვიდეს კლუბში, წამსვლელებზეც მოახდენს გავლენას და ასეთ კანდიდატებად ანტონიო ვალენსია, ხუან მატა და ანდერ ერერა გვესახებიან, რომელთაც ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებათ. ამ კლუბში საუკეთესო ფეხბურთელები გვჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ კლუბი და ფეხბურთელები შეთანხმებას მიაღწევენ. მომდევნო სეზონში ძლიერი გუნდი გვეყოლება“, – აცხადებს სოლსკიაერი.

მსგავსი