მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას დაუპირისპირდება. ოლე გუნარ სოლსკიაერმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.
– რას ნიშნავს კამპ ნოუ თქვენთვის?
კამპ ნოუზე გატარებული ფინალი ყველაზე დიდებული ღამეა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენთვის, ყველასთვის, ეს დაუჯერებელი საღამო იყო. დიდებული სტადიონია. იმ წელს ჩვენ ბარსელონას ჯგუფურ ეტაპზეც შევხვდით. ორივე თამაში ჯამში 3-3 დასრულდა. ახლაც დიდებული თამაში გველის წინ.
-თქვენი აზრით, იუნაიტედი-ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის საკადრისი მატჩი იქნება?
დიახ, და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მთელი დიდებულების გამოვლენა იქნება. ჩვენ დიდ კლუბებთან დიდი მატჩები გვჭირდება. ჩვენ მათთან 2009 და 2011 წლების ფინალებში ვითამაშეთ. ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის ნახევარფინალიც, სადაც სქოულზმა დაუჯერებელი გოლი გაიტანა.
– ალბათ, ეს ის მატჩია, რომელზეც მუდმივად იფიქრებთ, ტაქტიკებს დაალაგებთ, განსხვავებულ მიდგომებს გამოიყენებთ?
ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ყოველთვის ჩემს გონებაში იტრიალებს, მუდმივად მასზე გამეფიქრება, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველა კონკრეტული მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. მაგალითად, ახლა ვულვზის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. დიდებული მატჩი ელით მათ და დიდებული მატჩი გველის ჩვენ. ჩვენ თუ ამ მატჩებს არასერიოზულად მივუდგებით, მაშინ მაისში ტიტულის გარეშე მოგვიწევს ყოფნა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ თამაშს მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ და ამ მატჩს სხვა მატჩებზე ზეგავლენის მოხდენის უფლება არ მივცეთ.
– იმ მატჩის შემდეგ კამპ ნოუზე დაბრუნებულხართ?
ერთხელ ჩემს ბიჭთან ერთად ელ კლასიკოს საყურებლად ვიყავი. ეს სწორედ კარდიფის დატოვების შემდეგ და მოლდეში გადასვლამე პერიოდში მოხდა. თავისუფალი დრო მქონდა, რომლებსაც შვილებთან ერთად ვატარებდი. ძალიან კარგი დღე იყო, ყველამ ვისიამოვნეთ.