სოლსკიაერი - ალექსის სანჩესი დაბრუნდება და დაგიმტკიცებთ, რომ ცდებოდით
ოლე გუნარ სოლსკიაერი დარწმუნებულია, რომ ალექსის სანჩესი ყველას დაუმტკიცებს თავის შესაძლებლობებს, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება. 31 წლის ჩილელმა ფორვარდმა „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2018 წლის იანვარში გააფორმა, თუმცა 45 მატჩში მხოლოდ ხუთი გოლის გატანა შეძლო, რის გამოც გუნდმა ის მილანის „ინტერში“ იჯარით გაუშვა.
„ალექსისი ზაფხულში დაბრუნდება და ყველას დაგიმტკიცებთ, რომ ცდებოდით“, – განაცხადა სოლსკიაერმა. – „ჩვენ კიდევ გვყავს ფეხბურთელები, რომლების დაბრუნებაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, კარგი ფეხბურთელების დაკარგვა არავის სურს“.
სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო – ის კვირაში 400 000 ფუნტ სტერლინგს იღებდა. „ინტერში“ გადასვლის შემდეგ მისი იუღბლობის პერიოდი კიდევ უფრო გაგრძელდა, რადგან ტრავმების გამო მოედანზე გამოსვლა მილანელთა მაისურით სულ რაღაც შვიდჯერ შეძლო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.