სოლიდარობის ნიშნად, ტაქსის მძღოლების აქცია თელავშიც გაიმართა
სოლიდარობის ნიშნად, ტაქსის მძღოლების აქცია თელავშიც გაიმართა

ტაქსის მძღოლების ნაწილის თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობა თელავში მომუშავე ტაქსის მძღოლებმა გამოუცხადეს.

მათ თელავის ცენტრში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და თბილისში ტაქსების თეთრად გადაღებვის ვალდებულების შესახებ არსებული რეგულაცია ამ ფორმით გააპროტესტეს.

თელავში ტაქსის მძღოლების აქციაში „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც მონაწილეობს.

ამასთან, ტაქსის მძღოლების ნაწილი აქციას მართავს თბილისში. აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა.