სოლიდარობა კოხრეიძეს - „საბურთალო“ ტრავმირებულ ლიდერს თანადგომას უცხადებს
სოლიდარობა კოხრეიძეს - „საბურთალო“ ტრავმირებულ ლიდერს თანადგომას უცხადებს

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ „ტორპედოსთან“ შეხვედრამდე „საბურთალოს“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელს თანადგომა გამოუცხადეს.

საბურთალომ“ თავისი ლიდერის, მძიმედ დაშავებული გიორგი კოხრეიძის გარეშე ითამაშა – მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა სურათის გადაღებისას მისი მაისურi დაიჭირეს და ამით თავდამსხმელს სოლიდარობა გამოუცხადეს. იგივე მოხდა მატჩის შემდეგაც, რომელიც მოულოდნელად, „საბურთალომ“ დიდი ანგარიშით მოიგო – 0:4.

გიორგი კოხრეიძე 18 ივლისს, თბილისური გუნდების დაპირისპირების დროს დაშავდა. „ლოკომოტივთან“ მატჩის ბოლო წუთზე, სათამაშო ეპიზოდში, „ლოკომოტივის“ მცველმა, სანდრო გურეშიძემ ორთაბრძოლაში „საბურთალოს“ თავადმსხმელი უხეშად მოცელა და სერიოზული ტრავმა მიაყენა.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ ერთ-ერთ ლიდერს ჯვარედინი იოგები დაუწყდა და გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დახმარება. თუმცა, საბოლოო დიაგნოზი მაინც უცნობია.

ცნობილია, რომ მომხდარის გამო, თბილისის „ლოკომოტივის“ ადმინისტრაციამ და თავად სანდრო გურეშიძემ სინანული გამოხატეს და „საბურთალოს“ ახალგაზრდა შემტევს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

დატოვე კომენტარი