სოლარი რეალის სრულფასოვანი მწვრთნელია
სოლარი რეალის სრულფასოვანი მწვრთნელია

მადრიდის „რეალმა“ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სანტიაგო სოლარი „რეალის“ სრულფასოვანი მწვრთნელი გახდა. არგენტინელი სპეციალისტი „სამეფო კლუბის“ დირექტორთა საბჭოს შეხვდა და მათი წინადადება მიიღო – კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე, ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გაფორმდა.

სოლარის ეს ნდობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც „რეალის“ დროებითი მწვრთნელის რანგში, ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო – ორი ესპანეთის ჩემპიონატში, ერთი – ესპანეთის თასზე და ერთიც – ჩემპიონთა ლიგაზე.