სოხუმში დრამატულმა თეატრმა და ახალგაზრდულმა თეატრმა სცენა ვერ გაიყვეს
სოხუმში დრამატულმა თეატრმა და ახალგაზრდულმა თეატრმა სცენა ვერ გაიყვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის აფხაზური თეატრის წინ 15 ნოემბრის დილიდან სოხუმის ახალგაზრდული თეატრის მსახიობები შეიკრიბნენ. ახალგაზრდული დასი მათთვის სცენის დათმობას ითხოვს, რაზეც თეატრის დირექციამ მათ უარი უთხრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მდგომარეობა საღამოს დაიძაბა, როცა ახალგაზრდული თეატრის დასმა ძალით სცადა შეჭრა თეატრში, ადგილზე მობილიზებულმა მილიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა.

ახალგაზრდული თეატრის მსახიობებმა უვადო აქცია გამოაცხადეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამსონ ჭანბას აფხაზური თეატრის სცენა კვირაში რამდენიმე დღე ახალგაზრდულ თეატრს ეთმობა, თუმცა ორი თეატრი ამჯერად განრიგზე ვერ შეთანხმდა – ორივემ მოისურვა სპექტაკლი 15 ნოემბერს წარმოედგინა. თეატრის სცენაზე დღეს მხოლოდ დრამატულმა თეატრმა შეძლო სპექტაკლის წარმოდგენა.

ახალგაზრდული თეატრის მსახიობები და მათი გულშემატკივრები თეატრის წინ ამ დრომდე რჩებიან.