სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი უკრაინული გუნდი მიიღებს მონაწილეობას
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი უკრაინული გუნდი მიიღებს მონაწილეობას

ხვალ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი გაიხსნება, რომელშიც უკრაინიდან ჩამოსული სამი გუნდი – 15 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. გუნდის მწვრთნელია ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ვეჩური.

ორგანიზატორების ცნობით, ე.წ. ჩრდილო ევრაზიის ზონაში შემავალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის 2021-2022 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ხვალ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება. ეს ზონა ფარავს პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდოვას და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. წელს პირველად ამ ოლიმპიადის ისტორიაში, აღნიშნულ ზონაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო მეორე ნახევარფინალური რაუნდი ტარდება.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის 2019-2020 წლების სეზონის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ამავე შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა. ოლიმპიადის განრიგში შედის სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა, რომელიც ჩატარდება 4 ივლისს. შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა აზერბაიჯანის 29 და საქართველოს 19-მა გუნდმა. მოწვევები დაეგზავნა გუნდებს სომხეთიდან, რომლებმაც საკმაოდ წარმატებულად მიიღეს მონაწილება 13 აპრილის ოლიმპიადაში. ამ გუნდებისთვის ოლიმპიადას ექნება მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის რანგი.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის (ICPC) მსოფლიოში ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მიიჩნევა.

დატოვე კომენტარი