სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს.
სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.