სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

00:16, 27.09.2021

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

მსგავსი