სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.