სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას პარალამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ისევე როგორც ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.