სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.