სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა [ფოტო]

11:55, 27.09.2019

სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. გმირთა მოედანზე ომში დაღუპულთა ახლობლები შეიკრიბნენ. საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და პარლამენტის დეპუტატებმა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

მსგავსი