„სოკარმა“ 2008 წლიდან ყულევის პორტის საშუალებით, 20.355 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გადაზიდა
„სოკარმა“ 2008 წლიდან ყულევის პორტის საშუალებით, 20.355 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გადაზიდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ „სოკარი“ 2008 წლიდან ყულევის პორტის საშუალებით, 20.355 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გადაზიდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიაში აცხადებენ, რომ 2019 წლიდან გადაზიდვების დამატებითი მოცულობით გაზრდა იგეგმება და ყოველწლიური მაჩვენებელი 500 000 ტონა იქნება.

ყულევის პორტის საშუალებით ნედლი ნავთობის, მაზუთის, დიზელის საწვავის, გაზოილის, მეთანოლის, თხევადი, პიროლიზის ფისის, ნავთის, იზოპროპილის სპირტის, სამრეწველო ზეთის და სხვა პროდუქტების გადაზიდვა ხორციელდება.

„სოკარ“-ის საკუთრებაში არსებული ყულევის ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა იმავე წლის ივნისშივე დაიწყო.

დატოვე კომენტარი