„სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი - პროვოკაციას არ წამოვეგეთ იმ დონეზე, რა დონის რისკიც იყო
„სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი - პროვოკაციას არ წამოვეგეთ იმ დონეზე, რა დონის რისკიც იყო

„საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანული კაპიტალით შექმნილი კომპანიების წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო პროვოკაცია, რომელსაც საბედნიეროდ ქვეყანა არ წამოეგო, – ამის შესახებ „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ „ბიზნესპარტნთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას იმ დონეზე, რა დონის რისკიც იყო. თუმცა, როგორც გიორგაძე აცხადებს, საჭიროა კომუნიკაცია არ შეწყდეს.

„ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როცა საქმე ჩვენნაირ ორ მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობას ეხება და რისკს უქმნის ამ ურთიერთობას. ჩვენ როგორც ქვეყანამ და თითოეულმა მოქალაქემ ამ საკითხს პასუხისმგებლობით უნდა შევხედოთ და სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვახდინოთ რეაქცია, არ ავყვეთ ემოციას“, – განაცხადა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანული კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების წარმომადგენლები ორი დღის წინ ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ.