„სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ დირექტორი - საქართველოში ავტობანის მშენებლობის მიმდებარე რეგიონებში მულტიფუნქციური მსხვილი კომპლექსები აშენდება
„სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ დირექტორი - საქართველოში ავტობანის მშენებლობის მიმდებარე რეგიონებში მულტიფუნქციური მსხვილი კომპლექსები აშენდება

„სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია“ საქართველოში ავტობანის მშენებლობის მიმდებარე რეგიონებში მულტიფუნქციურ მსხვილ კომპლექსებს ააშენებს, – ამის შესახებ „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი განცხადებით, „სოკარის ჯგუფს“ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს საქართველოში ჩადებული.

„ეს პასუხიც არის, თუ როგორი საინვესტიციო გარემოა ქვეყანაში. ცუდ საინვესტიციო გარემოში ამხელა საინვესტიციო პორტფელის მიმართვა არ ხდება“, – განცხადა გიორგაძემ.

გიორგაძის თქმით, კომპანია მშენებარე ავტობანის განვითარების პარალელურად, ავტობანის მიმდებარე რეგიონებში მსხვილი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას გეგმავს.

„ავტობანის მშენებლობასთან ერთად აქტიურად ვგეგმავთ მსხვილი კომპლექსების განვითარებას. უკვე სექტემბრისთვის ძალიან მსხვილი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას ვაპირებთ თერჯოლაში, რომელიც მოიცავს სწრაფი კვების ობიექტებს, მაღაზიას, ყველა სახის საწვავის მიწოდებას, მათ შორის ელექტრომობილების დამტენ აპარატებსაც. ასეთი კომპლექსების მშენებლობის პროცესში უამრავი ადამიანი საქმდება და კარგ გავლენას ახდენს რეგიონზე, რადგან იქ ასეთი ინვესტიციები აქამდე არ ყოფილა“, – განმარტა გიორგაძემ.