„სოკარ ჯორჯია გაზი“ - ავარია აღმოფხვრილია და აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა აღარ ექნება
„სოკარ ჯორჯია გაზი“ - ავარია აღმოფხვრილია და აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა აღარ ექნება

მაგისტრალურ გაზსადენზე დღეს მომხდარი ავარია ლიკვიდირებულია, აჭარის რეგიონს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა აღარ ექნება, – ამის შესახებ პირველ არხს “სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ლეკიშვილმა აცნობა.

„ოპერატიულად აღმოიფხვრა დაზიანება მაგისტრალურ გაზსადენზე. დღეს მომხდარი ავარიის გამო ველოდებოდით შეფერხებებს, რის გამოც მოსახლეობას წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსალოდნელზე ადრე მოხდა დაზიანების ლიკვიდაცია და ახლა უკვე მოსახლეობას შეგვიძლია ვუთხრათ, რომ შეფერხება გაზმომარაგებაში მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა დავით ლეკიშვილმა.

ნაშუადღევს მაგისტრალური გაზსადენის ის ნაწილი დაზიანდა, რომლითაც აჭარა მარაგდება. „სოკარ ჯორჯია გაზმა“ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ აჭარის 80 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდებოდა.