სოფტბოლში ოლიმპიურ ჩემპიონს ახალ ოქროს მედალს გადასცემენ - წინა მედალს ნაგოიას მერმა უკბინა #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ახალ ოქროს მედალს მისცემენ სოფტბოლში იაპონიის ნაკრების ერთ-ერთ მოთამაშეს. საქმე ისაა, რომ საზეიმო ღონისიებაზე მია გოტოს ოქროს მედალს ქალაქ ნაგოიას მერმა ტაკასი კავამურამ უკბინა.
როგორც სააგენტო Kyodo იტყობინება, მედლის შეცვლისთვის საჭირო თანხებს საკუთარ თავზე აიღებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.
საზეიმო ცერემონიის დროს, გოტომ თავისი მედალი მერს კისერზე ჩამოკიდა, რის შემდეგაც ჩინოვნიკმა მოულოდნელად ნიღაბი მოიხსნა და მედალს კბილი გაუსინჯა.
კავამურას მოქმედებამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქალაქ ნაგოიას ადმინისტრაციამ შვიდი ათასზე მეტი კრიტიკული შეტყობინება მიიღო. ნაგოიას მერმა უკვე არა ერთხელ მოიხადა ბოდიში და წინადადებითაც გამოვიდა, თავად დააფინანსოს სპორტსმენისთვის მედლის შეცვლა.