სოფო ქაცარავა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება 
სოფო ქაცარავა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს სტრასბურგის სასამართლომ. პირველ ყოვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვება და წარმატება. ამას წინ უძღოდა მასშტაბური სამუშაოები და ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, კონკრეტულად კი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. მიჩვეული ვართ და ახალი არ არის, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და არის წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.