სოფო ქაცარავა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ
სოფო ქაცარავა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმის დასტურია, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ.

როგორც ჟურნალისტებს სოფო ქაცარავამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ტერორიზმთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი და გლობალური გამოწვევაა, რისგანაც არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიმართ დადებითი გზავნილი ვნახეთ. ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც გლობალურ უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენი პრიორიტეტია, საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყოს. ანგარიში იმის დასტურია, რომ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ. მნიშვნელოვანია, იმ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ, რომ საქართველომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს და გლობალური უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ქაცარავამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირებაშეუძლია. დოკუმენტის ავტორთა თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს.