სოფო ქაცარავა - რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია, უშედეგოა
სოფო ქაცარავა - რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია, უშედეგოა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია, უშედეგოა.

სოფო ქაცარავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

„რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციის თაობაზე უშედეგოა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს მტკიცედ უჭერს. ეს განსაკუთრებით წარმატებული წელს იყო, რადგან არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მტკიცედ აღიარეს, რაც არაერთ რეზოლუციასა და დოკუმენტში აისახა. რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მსგავს ქმედებას მხარდაჭერა არ ექნება, რადგან საქართველოს არაღიარების წარმატებული პოლიტიკა აქვს”, – განაცხადა ქაცარავამ.