სოფო ქაცარავა - ნატო-მ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უსაფრთხოების ნაწილში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე
სოფო ქაცარავა - ნატო-მ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უსაფრთხოების ნაწილში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე

ნატო-მ კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ როგორც უსაფრთხოების ნაწილში, ასევე ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავამ განაცხადა. ქაცარავამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომა შეაფასა.

„საკომიტეტო მუშაობა განახლდა საკომიტეტო განხილვით, ნატო-რუსეთის ურთიერთობა და ამ კონტექსტში საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იქნა წარმოდგენილი. მრავალჯერ იქნა ხაზგასმული საქართველოს და უკრაინის საკითხი და ბუნებრივია, ნატო-რუსეთის ურთიერთობებში ამ ორი ქვეყნის ასე წარმოჩენა. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საქართველოს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო დღესაც, ამ საკომიტეტო მოსმენაზე. უსაფრთხოების ნაწილში და ზოგადად, ნატო-მ კიდევ ერთხელ გამოხატა, და ამ ანგარიშშიც გამოიხატა ეს სულისკვეთება, სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ როგორც უსაფრთხოების ნაწილში, ასევე ზოგადად საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. კენჭი უყარეს დელეგატებმა და დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე სესიაზეც ეს დოკუმენტები დამტკიცდება“,- განაცხადა ქაცარავამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესია დღეს კომიტეტების ფორმატში გაგრძელდა და ორშაბათს, 14 ოქტომბერს სესიით დაიხურება.