სოფო ქაცარავა - ჟენევის მოლაპარაკებები არის უალტერნატივო ფორმატი
სოფო ქაცარავა - ჟენევის მოლაპარაკებები არის უალტერნატივო ფორმატი

ჟენევის მოლაპარაკებები არის უალტერნატივო ფორმატი, გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც განიხილება პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მწვავე საკითხები რუსეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავა განაცხადა.

მისი თქმით, ის რომ დღეს ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის მოლაპარაკებები და შეხვედრები ტარდება, არის გამოწვეული მხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის დესტრუქციული ქმედებები არ აძლევს საშუალებას საქართველოს დელეგაციას, შედეგიანი დიალოგი და შეხვედრები აწარმოოს.

„ეს არის რეალობა. თვითონ ამ კონკრეტულ მოლაპარაკებას რაც შეეხება, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დადგება სიმწვავით ყველა ის საკითხი, რასაც ზოგადად ჟენევის საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში განიხილავს და აყენებს საქართველოს მხარე. რა თქმა უნდა, ეს ეხება უსაფრთხოების საკითხებს და ასევე, კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა ირაკლი კვარაცხელიას გაუგებარ ვითარებაში გარდაცვალების საკითხს,” – განაცხადა სოფო ქაცარავამ.