სოფო ქაცარავა - ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები ადასტურებს მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ
სოფო ქაცარავა - ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის შეხვედრები ადასტურებს მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრები და ყველა გზავნილი ადასტურებს ნატო-სა და ევროკავშირის მხრიდან ძალიან მყარ მხარდაჭერას ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ განაცხადა.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ნატო-ს სამიტის დასრულებიდან ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ისევე როგორც თვითონ ნატო-ს სამიტის შედეგები ასახვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ალიანსისთვის, როგორც პოლიტიკურ, ასევე უსაფრთხოების კონტექსტში.

„დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე კვლავ დადასტურდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული ნაბიჯები. ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი”, – განაცხადა ქაცარავამ.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.