სოფო ქაცარავა - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ გასაკვირი არ უნდა იყოს 
სოფო ქაცარავა - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ გასაკვირი არ უნდა იყოს 

მიმაჩნია, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გზავნილი იყო პარლამენტის ფუნქციის გაზრდასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები და სწორი შეფასება იყო პარლამენტის როლის ხაზგასმა.  პარლამენტის ფუნქცია უნდა გაიზარდოს და გამყარდეს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ საპარლამენტო მმართველობად. ასევე, ძალიან სწორი შეფასება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე. გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ სწორად, ისე რომ ქვეყნის მიერ მიღწეული საგარეო თუ საშინაო წარმატებები, კიდევ უფრო გავაძლიეროთ. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ განვითარებაზე, ასევე დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.