სოფო ქაცარავა - გერმანიის კანცლერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ
სოფო ქაცარავა - გერმანიის კანცლერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა მიიჩნევს, რომ ოკუპაციის პირობებში გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მოვისმინეთ გერმანიის კანცლერის მხრიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. როგორც გუშინ, დღესაც მოვისმინეთ არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი კანცლერის მხრიდან.

საქართველოსთვის დღეს მსგავსი გზავნილები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ საუბარი გვაქვს დეოკუპაციაზე, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს საერთაშირისო საზოგადოების მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ქაცარავამ.