სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მოსამართლეთა სიაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას
სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მოსამართლეთა სიაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით წინასწარ ჩემი პოზიცია არ იქნება სერიოზული, რადგან ჯერ მათთვის არ მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, საქართველოს პარლამენტი მოსამართლეთა სიაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეასრულა თავისი ვალდებულება და გამოგზავნა პარლამენტში 20-კაციანი სია. ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ნებისმიერ, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით ჩემ მიერ წინასწარ გამოთქმული პოზიცია არ იქნება სერიოზული, რადგან ჯერ მათთვის საქართველოს პარლამენტს არ მოგვისმენია. თავს შევიკავებ წინასწარ კონკრეტული შეფასებებისგან“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

აღნიშნული კანდიდატები არიან:  თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე;  ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე;  ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.