სოფო კილაძემ ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა
სოფო კილაძემ ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდა.

სოფო კილაძემ ოჯახებს, საკვები პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა.

დეპუტატმა, ნაძალადევის რაიონში სოციალური კამპანია რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მასში ეტაპობრივად სხვადასხვა კომპანია ჩაერთვნენ.

„სოციალურად დაუცველი ადამიანები მუდმივად უნდა გრძნობდნენ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობას. ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის სურვილია, მაქსიმალურად გავაძლიეროთ შეჭირვებული ოჯახები. მიხარია, რომ ამ პროცესში კერძო სექტორი გვეხმარება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.