სოფო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა
სოფო კილაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სიტყვით გამოვიდა გერმანელი და ლატვიელი პარლამენტარების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჟელობდნენ.

სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ეთნიკური ქართველების ყოველდღიურ დევნაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე.

კილაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს.

„მინდა, ორი ახალგაზრდა კაცის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის შესახებ გიამბოთ, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ დაუბრუნეს ოჯახს ისე, რომ მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. ასევე ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ეზღუდებათ. ეთნიკური ქართველები ხშირად ქონების საკუთრების საკითხებში მსხვერპლნი არიან,” – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრას რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ქართული და უკრაინული დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფო კილაძის კომენტარი საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.