სოფო კილაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შევინარჩუნოთ და უფრო გავაღრმაოთ
სოფო კილაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შევინარჩუნოთ და უფრო გავაღრმაოთ

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შევინარჩუნოთ და უფრო გავაღრმაოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ საქართველოს მთავრობასა და ლობისტურ კომპანია „ჩართველ სთრათეჯი გრუფთანთანამშრომლობის განახლებაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვან და მჭიდრო ეტაპზე.

„ვიტყოდი, რომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობა აშშ-თან ჩვენ არ გვქონია გასულ წლებში. ბუნებრივია, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ურთიერთობები კიდევ უფრი გაღრმავდეს. ახალი ელჩი ჩამოვიდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაღრმაოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს ივანიშვილის სახელს უკავშირებენ, ნეგატიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ამიტომ ოპოზიციურ აბსურდზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა კილაძემ.

დატოვე კომენტარი