სოფო კილაძე - წინსვლისთვის, უფრო მეტი რეფორმებისთვის გვჭირდება მუდმივად განახლება, რომ ავიდეთ მოწოდების სიმაღლეზე
სოფო კილაძე - წინსვლისთვის, უფრო მეტი რეფორმებისთვის გვჭირდება მუდმივად განახლება, რომ ავიდეთ მოწოდების სიმაღლეზე

 

წინსვლისთვის, უფრო მეტი სიახლისთვის და მეტი რეფორმებისთვის გვჭირდება მუდმივად განახლება, რომ ავიდეთ მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებს და როდესაც ამის დრო მოვა, დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებებს გააკეთებენ.

„ზოგადად, ყოველთვის გვაქვს აქცენტი იმაზე, რომ ჩვენს პარტიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, სჭირდება განახლება და ახალი სახეები. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჯერ კონკრეტულად ვერაფერზე ვერ ვისაუბრებ, ბუნებრივია, როცა დადგება ამის დრო, ჩვენ ამაზე განცხადებებს გავაკეთებთ.

თუმცა ფაქტი არის, რომ წინსვლისთვის, უფრო მეტი სიახლისთვის და მეტი რეფორმებისთვის, ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება, რომ ავიდეთ მოწოდების სიმაღლეზე“,- განაცხადა კილაძემ.