სოფო კილაძე - ვერ დავეთანხმები ნინო ლომჯარიას, რომელმაც თქვა, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი
სოფო კილაძე - ვერ დავეთანხმები ნინო ლომჯარიას, რომელმაც თქვა, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი

ვერ დავეთანხმები ნინო ლომჯარიას, რომელმაც თქვა, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძე პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი“.

„ვერ დავეთანხმები მაგალითად ქალბატონ ნინოს, რომელმაც თქვა, რომ ყველას აქვს უფლება, იყოს უზრდელიო. ეს უფლება შეიძლება მათ ჰქონდეთ, მაგრამ ეს რომ არ გამოხატოს და სხვას უზრდელურად არ მიმართოს, მგონი ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ის რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას მოეკითხება. ეს ჩემი აზრი არის და მგონი, ერთმანეთის უფლებების პატივისცემა ამითაც გამოიხატება და დემოკრატიულ საზოგადოებას ეს ხდის სწორედ ძლიერად, რომ ადამიანები, მათ შორის განსხვავებულ აზრსაც გამოხატავდნენ სწორი და კონსტრუქციული ფორმით“,- განაცხადა სოფო კილაძემ.