სოფო კილაძე - სტრუქტურული ცვლილებები არის ფაქტი და ოპოზიციამ რაც უნდა იძახოს, ამას ვერ შეცვლის
სოფო კილაძე - სტრუქტურული ცვლილებები არის ფაქტი და ოპოზიციამ რაც უნდა იძახოს, ამას ვერ შეცვლის

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის სოფო კილაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია ყველა ცვლილებაში ნეგატივის დანახვას ცდილობს, ეს ფაქტებს ვერ ცვლის. სოფო კილაძე განმარტავს, რომ წარმოდგენილი სტრუქტურული ცვლილებები უპირველესად საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვასა და თანხების სოციალურ პროექტებზე მიმართვას გულისხმობს.

„ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, ნებისმიერ პროექტში, ნებისმიერ ცვლილებაში, სიახლეში ეძებს ნეგატიურს და ცდილობს, მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინოს ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება. ეს საზოგადოების შესაფასებელია. ფაქტია ის, რომ ჩვენ ვცვლით კონკრეტულ საკითხებს და ეს ცვლილებები უპირველესად, იქნება საბიუჯეტო სახსრების შემცირებისკენ და მეორე, იქნება სიკეთისკენ, სოციალური მიმართულების გაძლიერებისკენ. ეს არის ფაქტი და ოპოზიციამ რაც უნდა იძახოს, ამას ვერ შეცვლის“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე განმარტებით, სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში დასაქმებულებს არ შეეხება და ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.