სოფო კილაძე - ცნობილი მასხარა შალვა ნათელაშვილი რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია
სოფო კილაძე - ცნობილი მასხარა შალვა ნათელაშვილი რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია

შალვა ნათელაშვილი, ცნობილი მასხარა, რას იტყვის, სიმართლე გითხრათ ნაკლებად მნიშვნელოვანია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

„შეურაცხყოფილი ვიქნებოდი სერიოზულ პოლიტიკოს, რომ გაეკეთებინა ეს განცხადება. შალვა ნათელაშვილი, ყველასთვის ცნობილი მასხარა, რას იტყვის, ახლა სიმართლე გითხრათ ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შალვა ნათელაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა. როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, პროექტი ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი იყო სახელმწიფოს მეთაური. „პროექტის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“, – წერს ნათელაშვილი.

დატოვე კომენტარი