სოფო კილაძე - საზოგადოება შანტაჟს, თვალთვალსა და ჩანაწერებს უარს საპრეზიდენტო არჩევნებზე ეტყვის
სოფო კილაძე - საზოგადოება შანტაჟს, თვალთვალსა და ჩანაწერებს უარს საპრეზიდენტო არჩევნებზე ეტყვის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მოსაზრებით, საზოგადოება შანტაჟს, თვალთვალსა და ჩანაწერებს უარს საპრეზიდენტო არჩევნებზე ეტყვის.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე მთავარი პროკურატურის მიერ ჩანაწერების გასაჯაროებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩანაწერები განცდას აძლიერებს, რომ ჩანაწერები დადგმული სცენარის ნაწილია, რომელიც ოპონენტებმა ზოგიერთი მედია საშუალებით განახორციელეს.

„გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, ვინც ასეთ სისაძაგლეებს აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. დანაშაულის ნიშნები სახეზეა, საზოგადოებას აინტერესებს, ამ ყველაფრის უკან რა დგას. ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, ხალხმა უნდა დაინახოს, ამ ყველაფრის უკან ვინ და რატომ იდგა. წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობს”, – განაცხადა კილაძემ.