სოფო კილაძე - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და ადამიანის უფლებების დაცვა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული
სოფო კილაძე - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და ადამიანის უფლებების დაცვა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და არავისთვის უცხო არ არის, რომ ამ დაწესებულებებში საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ადამიანის უფლებების დაცვი მიმართულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

სოფო კილაძე გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას, სადაც ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, თუ არაფორმალური ჯგუფების გავლენების ცალკეული შემთხვევები არსებობს, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

„ასე ზოგადად საუბარი სწორად არ მიმაჩნია და ამით შორს ვერ წავალთ. ჩვენთან კონკრეტულ შემთხვევებს ნამდვილად ვერ გავიხსენებდი, თუმცა არც ისე შორეულ წარსულში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანები გვყავდა და ამ პრობლემის გადალახვას შესაბამისი დრო სჭირდება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.