სოფო კილაძე - საქართველოს პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
სოფო კილაძე - საქართველოს პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს პოლიტიკური კურსი ეს არის ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ჩვენი მიზანია, გვქონდეს სიმშვიდე და სტაბილურობა რეგიონში, საქართველოს იყოს ქვეყანა, რომელიც არის ევროპული, ევროატლანტიკური და დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე აღიქვამენ“, – განაცხადა კილაძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.