სოფიო კილაძე - საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების სიმცირით ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან მე-12 ადგილზეა 
სოფიო კილაძე - საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების სიმცირით ევროსაბჭოს 47 ქვეყნიდან მე-12 ადგილზეა 

საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების სიმცირით ევროსაბჭოს 47ქვეყნიდან მე-12 ადგილზეა, – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სიოფო კილაძემ გააკეთა.

კილაძის შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სერიოზული პროგრესი აქვს.

“ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრების სიმცირით ევროსაბჭოს 47ქვეყნიდან მე-12 ადგილზეა. ანუ ჩვენი ქვეყნიდან ადამიანის უფლებების სასამართლოში გაცილებით ნაკლები საჩივარი მიდის, ვიდრე ევროპის მათშორის ძალიან განვითარებულ ქვეყანაში. ეს აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს. სტანდარტი ძალიან მაღალია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გამოწვევები არ არის. ბუნებრივია, ჩვენი ამბიციური მიზანია ძალიან, ძალიან მოწინავე რიგებში პირველ ხუთეულში, პირველ სამეულში აღმოვჩნდეთ. ამისთვის ჩვენ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, მაგრამ ტენდენცია, რომ ჩვენ სიმცირით ევროპის 47 სახელმწიფოს შორის მე-12 ადგილზე ვართ, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესია”, – აცხადებს კილაძე.

სოფიო კილაძის თქმით, ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საქმეების რაოდენობა თითქმის 5-ჯერ შემცირდა.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევა ცხრა საქმეზე დადგინდა და მათგან მოქმედი ხელისუფლების დროს დარღვეული მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო.

“თუ 2011 წელს საქართველოდან სტრასბურგში 395 საქმე იყო წარდგენილი, დღესდღეობით ეს დაახლოებით 89 საქმეა. სახეზე სერიოზული თითქმის 5-ჯერ ნაკლები კლება გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს ცხრა გადაწყვეტილება იყო მიღებული, სადაც საქართველოსთან მიმართებით კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევა დადგინდა, მაგრამ აქედან რვა შემთხვევაში ეს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დარღვევები იყო. ჩვენი ხელისუფლების დროს ჩადენილი მხოლოდ ერთი იყო”, – განაცხადა სოიფო კილაძემ.