სოფო კილაძე - სამუშაო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასწია, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და დასაფასებელი 
სოფო კილაძე - სამუშაო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასწია, ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და დასაფასებელი 

სამუშაო, რომელიც გასწია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და არის დასაფასებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ის ცენტრალური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

„ვხედავთ, რომ აშშ ასახელებს სუს-ს როგორც, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებას მსოფლიოს მასშტაბით, ეს ჩვენთვის ძალიან სანდოა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ის სამუშაო, რომელიც გასწია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და არის დასაფასებელი. გვაქვს კითხვის ნიშნები, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა წამოწეული, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიც, რომელიც ჩვენთვის საფრთხის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვის ნიშნები, ასევე ანტიკორუფციული საქმიანობის კუთხით, რადგან კორუფციის აღმოფვხრისთვის ეს სამსახური მნიშვნელოვან სამუშაოს წევს, ასევე ის დეზინფორმაცია, „ფეიკნიუსები“, ყალბი ამბები, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების შესალახად, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც კითხვები გვექნება“, – განაცხადა კილაძემ.