სოფო კილაძე - როდესაც გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული, ეს ვნებს დემოკრატიას
სოფო კილაძე - როდესაც გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული, ეს ვნებს დემოკრატიას

როდესაც გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული, ეს ვნებს ჩვენს დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, სახელმწიფოში დემოკრატიის განვითარებისთვის ოპოზიციას აქვს დიდი პასუხისმგებლობა.

„როდესაც გარკვეული ოპოზიციური ძალა ტყუილებისა და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული ეს ვნებს ჩვენს დემოკრატიას და ამის ნათელი მაგალითი არის „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროა, რომ დემოკრატიის ამგვარ განვითარებას, მათ შორის, სიცრუის ტირაჟირების წარმოუდგენელ მასშტაბს, ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.