სოფო კილაძე - ქვეყანა სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მიდის და ამას ვენეციის კომისიაც დაადასტურებს
სოფო კილაძე - ქვეყანა სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მიდის და ამას ვენეციის კომისიაც დაადასტურებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ქვეყანა სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მიდის და ამას ვენეციის კომისიაც დაადასტურებს.

როგორც ჟურნალისტებს სოფო კილაძემ განუცხადა, ოპოზიცია ყველაფერს აკრიტიკებს, ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს.

„ფაქტია, გამჭვირვალე კრიტერიუმებზე დაფუძნებული კანონპროექტი შევიმუშავეთ. ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ოპოზიცია ცდილობს, ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს. სასამართლოს გაჯანსაღების გზაზე სწორი ნაბიჯებით მივდივართ. ამას ვენეციის კომისიაც დაადასტურებს. რაც შეეხება ბრალდებებს, არ ვიცი, რამდენად სერიოზულად ვუპასუხო იმას, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი ბიძინა ივანიშვილს მართავს. ეს არის აბსურდი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ.