სოფო კილაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის და მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილს
სოფო კილაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის და მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის და მით უმეტეს, ირაკლი ოქრუაშვილს.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არ იყო კრიმინალისთვის ხელის დაფარება.

„თუ რაიმე კითხვა აქვს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, ამას პასუხი უნდა გაეცეს. მით უმეტეს, ვიცით, რობაქიძის საქმე რამდენად გახმაურებული და მძიმე საქმე იყო, რომელმაც საზოგადოება შეძრა. მესმის, ოქრუაშვილი რასაც საუბრობს, მაგრამ საზოგადოებას ინტერესი აქვს, რობაქიძის საქმეზე სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა კილაძემ.

დატოვე კომენტარი