სოფო კილაძე - პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება
სოფო კილაძე - პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია მისი მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევით. პრეზიდენტს ვერც ერთი და ვერც მეორე მიმართულებით ვერ მოვუწოდებ. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ნაბიჯია გადადგმა. სამწუხაროა, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე ერთხელ მისივე მოთხოვნის საფუძველზე მამა გიორგის შევხვდი, მისი არგუმენტები მოვისმინე. თუ საჭირო იქნება, მამა გიორგი მამალაძეს მოვინახულებ საავადმყოფოშიც. ამ საქმეზე საუბარი ძალიან რთულია, მით უფრო, როდესაც ეს ისეთ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიც საპატრიარქოა“, – განაცხადა სოფო კილაძემ.