სოფო კილაძე - ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ვხედავ, ლუი XV მახსენდება
სოფო კილაძე - ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ვხედავ, ლუი XV მახსენდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სხვადასხვა განშტოებასთან და ერთკაციან პარტიებთან ერთად ცდილობს, მცირე მხარდაჭერის პირობებში, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდეს და ქვეყანა მართოს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, „ქართული ოცნების“ შეთავაზება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სტაბილურობის გარანტიისთვის.

„არსებულ სიტუაციაში ეს შეთავაზება არის ოპტიმალური. როცა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ვხედავ, ლუი XV მახსენდება, რომელიც ამბობდა, ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულაო. ოპოზიციის ინტერესია, ხელისუფლებაში მოვიდეს და რა ფასად მოვლენ,  რა დაუჯდება ეს ქვეყანას და როგორ იქნება საქართველო, არ აინტერესებთ”, – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.