სოფო კილაძე - ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა უხერხულია
სოფო კილაძე - ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა უხერხულია

ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია, უხერხულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, სასამართლოს რეფორმის პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე.

„ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს რეფორმის კრიტიკა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია, უხერხულია. უფრო მეტიც, მათ სასამართლო პროკურატურას პირდაპირ დაუმონეს, ამ ადამიანების მხრიდან პრეტენზიებს იმ პროცესზე ვიღებთ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა. ეს პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს, ვის უჭერს მხარს. როგორც ერთი დეპუტატი და მოქალაქე, ძალიან კარგად გავიაზრებს, ვიდ დავუჭერ მხარს. არიან კანდიდატები, ვისაც მხარს ვერ დავუჭერ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დატოვე კომენტარი