სოფო კილაძე - ოპონენტებს სასამართლოს რეფორმის თემაზე ასეთი კარგი ხედვა თუ ჰქონდათ, შეეძლოთ, ხელისუფლებაში ყოფნისას განეხორციელებინათ
სოფო კილაძე - ოპონენტებს სასამართლოს რეფორმის თემაზე ასეთი კარგი ხედვა თუ ჰქონდათ, შეეძლოთ, ხელისუფლებაში ყოფნისას განეხორციელებინათ

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს დემოკრატიულ და დასავლურ ქვეყნებში არსებულის მსგავსი სასამართლო თუ სურდათ, მოსამართლეები და პროკურორები ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ, როგორშიც ჰყავდათ, როცა გამამართლებელი განაჩენები მხოლოდ ერთი პროცენტი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში სოფო კილაძე სასამართლოს რეფორმის თაობაზე ოპოზიციის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, თუ ხელისუფლების ოპონენტებს ასეთი კარგი ხედვა ჰქონდათ, შეეძლოთ, მაშინ განეხორციელებინათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.

„ფიცის მწამს და ბოლო მაკვირვებსო“ – ანდაზის არ იყოს, მათი მხრიდან ასეთი სიტუაციაა. ამ შემთხვევაში მათი ცრემლების არ მჯერა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.