სოფო კილაძე - მთავარია, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, რომელ დღეს იქნება, მნიშვნელობა არ აქვს
სოფო კილაძე - მთავარია, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, რომელ დღეს იქნება, მნიშვნელობა არ აქვს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის განსაზღვრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი ნების ყოველგვარი ძალადობის გარეშე, თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

„სიმართლე გითხრათ, არ მესმის აჟიოტაჟი, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა. მგონია, რომ მთავარია დემოკრატიულად, თავისუფალი ნების გამოხატვის თანხლებით ჩატარდეს ეს ყველაფერი, ყოველგვარი ძალადობისა და პროვოკაციების გარეშე. რომელ დღეს დაინიშნება, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.