სოფო კილაძე - მოსამართლეობის 11 კანდიდატს დავუჭირე მხარი
სოფო კილაძე - მოსამართლეობის 11 კანდიდატს დავუჭირე მხარი

მოსამართლეობის 11 კანდიდატს დავუჭირე მხარი, მეტისთვის მხარი არ დამიჭერია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ღიმილის მომგვრელია, როდესაც „ნაციონალები“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტირება ხდებაო“.

„ანუ, მართლა ასე რომ იყოს, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ „ნაციონალები“ ხმას ამოიღებენ ამაზე? რა თქმა უნდა, „ნაციონალები“ ამაზე ხმას ამოიღებდნენ, ისეთი ადამიანები რომ ინიშნებოდნენ, ვინც მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე არის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს. ანუ, ეს მიმდინარე პროცესები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ის ხალხი არ არის სიაში წარმოდგენილი, თუ დამტკიცებული იქნება, რომელი ადამიანებიც გაატარებენ პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესს.

20 ადამიანის სიიდან, მე პირადად 11-ს დავუჭირე მხარი. მეტისთვის მე მხარი არ დამიჭერია, ამიტომ ახლა გასაგებია, რომ ჩვენი ზოგიერთი კოლეგა ცდილობს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევა ხდება, თითქოს რაღაცა, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება, რადგან მე პირადად მოგახსენეთ, რომ 20-დან 11-ს დავუჭირე მხარი“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია. მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.