სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ გვარებთან მიმართებაში, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ გვარებთან მიმართებაში, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ გვარებთან მიმართებაში, რომელთაც ამნისტია შეეხოთ, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„ეკა ბესელიას შეგნებულად გადააქვს ისრები, თითქოს მე ამნისტიას ვეწინააღმდეგებოდი, არც ამნისტიასა და არც პოლიტპატიმრებზე საერთოდ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, კითხვის ნიშნებია კონკრეტულ გვარებთან მიმართებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ეკა ბესელია თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, სასამართლოს მიმართოს.

„ვიცით ყველამ, ეკა ბესელიას მისამართით კითხვები რომ არ იყოს დასმული, ამ მიმართულებით გადააქვს ყურადღება. კითხვის ნიშნები არის კონკრეტულ გვარებთან მიმართებით. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საქმით. მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მე ეს საკითხი დავსვი უმრავლესობის სხდომაზე, კონკრეტული გვარებით და დეტალებით, ასევე ვისაუბრე საჯაროდაც და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, შესაბამისი ნაბიჯები გადადგას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.